ექიმები მშობლებს იმ საფრთხეებზე აფრთხილებენ, რაც ბავშვებს კორონავირუსის ფონზე უვითარდებათ ექიმები მშობლებს იმ საფრთხეებზე აფრთხილებენ, რაც ბავშვებს კორონავირუსის ფონზე უვითარდებათ />


  23:29:40     28-04-2020

ექიმები მშობლებს იმ საფრთხეებზე აფრთხილებენ, რაც ბავშვებს კორონავირუსის ფონზე უვითარდებათ

a98837.jpg

თავდაპირველად აღნიშნული სინდრომი მცირეწლოვან პაციენტთა უმნიშვნელო რაოდენობაში გამოვლინდა, თუმცა, ახლა, ბოლო კვირების განმავლობაში, მათი რაოდენობა უკვე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. 

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის ექიმებმა განგაშის ზარი შემოჰკრეს. ისინი საუბრობენ ახალი იდუმალი სინდრომზე, რომელიც კორონავირუსის მქონე პაციენტ ბავშვებში უფრო და უფრო მეტად იზრდება - წერს გამოცემა Health Service Journal.

ბრიტანელი ექიმების დაკვირვებით, ბოლო სამი კვირის მანძილზე ყველა იმ მოზარდის ორგანიზმში, რომლებიც კოვიდინფიცირებულები არიან, მულტისისტემური ანთებითი პროცესები წავიდა. ეს თავის მხრივ სიფრთხილესა და განსაკუთრებულ მკურნალობის პროცესს მოითხოვს, რადგან ჯერ-ჯერობით, არ არის გამოკვლეული კორონავირუსით დაზიანებული ორგანოების იმუნიტეტი.

ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ აღნიშნული ანთებითი პროცესი CoViD-19– ის ფონზე ვითარდება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი კორონავირუსი, შესაბამისად, არ იციან, კიდევ რა საფრთხე შეიძლება ახლდეს თან, რომელიც აქამდე ჯერ არ გამოვლენილა.

ახალი სინდრომის ნიშნებია მუცლის ტკივილი, საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანება, როგორიცაა დიარეა და გულისრევა, გულის კუნთის დაზიანება და ა.შ. რამდენიმე შემთხვევაში კი ტოქსიკური შოკის სინდრომიც დაფიქსირდა, რომელიც ყველაზე მეტად აშფოთებთ მკვლევარებს.

0

ავტორი: