23:12:51     28-04-2020
ყვარელში 25 წლის მამაკაცი მამაკაცი დაჭრეს
ყვარელში 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. მას დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიაყენებული.
არსებული ინფორმაციით, სუფრასთან მყოფ მამაკაცებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს დაზიანებები სხეულსა და თავის არეში აქვს მიყენებული. ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
ექიმის თქმით,პაციენტს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
0