23:42:09     27-04-2020
კორონავირუსით დაავადებული და გაუჩინარებული ბიჭი ტაძარში უგონო მდგომარეობაში იპოვნეს - მას მუჭში საკუთარი ენა ეჭირა
უჰანის ვირუსი ბევრისთვის სერიოზული განსაცდელი აღმოჩნდა, მით უმეტეს კარანტინის პირობებში.
24 წლის ვივეკი შარმა ინდოეთის შტატ გუჯარატში ერთ-ერთ ობიექტზე მშენებლად მუშაობდა და დროებით იქვე ცხოვრობდა, როდესაც მსოფლიო პანდემიამ მოიცვა. ცოტა ხნის წინ მან მშენებლობაზე მომუშავე სხვა მუშებს ამცნო, შესვენებისას მაღაზიაში აპირებდა წასვლას, თუმცა უკან აღარ დაბრუნებულა. მისი ძმა მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ვივეკთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს ტელეფონზე უცნობმა პირმა უპასუხა, რომელმაც ამცნო, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ეკლესიაში უგონო მდგომარეობაში იპოვნა და ხელში საკუთარი მოჭრილი ენა ეჭირა - წერს Times of India.
როგორც პოლიციამ გაარკვია,ახალგაზრდა მამაკაცმა ასეთ საშინელ ზომებს მხოლოდ იმიტომ მიმართა, რომ ის კორონავირუსით იყო დაავადებული. მართალია, ტესტი არ გაუკეთებია, თუმცა გრძნობდა, რომ უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა, ამიტომ წავიდა ტაძარში და ენა მოიჭრა. მისი რწმენით, ეს ვირუსის გავრცელებას შეაჩერებდა. მან, ასე ვთქვათ, უფალს საკუთარი ენა შესწირა, რათა გამოჯანმრთელებულიყო.
სამართალდამცველებმა მომხდარის გამოძიება დაიწყეს, მანამდე კი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსსა და მოჭრილ ენას მკურნალობენ.
0