კომბოსტოს სალათა სუნელებით კომბოსტოს სალათა სუნელებით />


  10:33:27     04-08-2011

კომბოსტოს სალათა სუნელებით

a8643.jpg

მასალა:

კომბოსტო - 5 კილოგრამი

ხახვი - 2 კილოგრამი

ნიორი - 200 გრამი

ნიახური - 200 გრამი

ოხრახუში - 200 გრამი

ქინძი - 300 გრამი

კამა - 200 გრამი

ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანა - თითო ჩაის კოვზი

ზეთი - 1,5 ლიტრი

ძმარი - 2 ჩაის ჭიქა

წიწაკა, მარილი - გემოვნებით

კომბოსტო დავჭრათ წვრილად, დავაყაროთ ცოტა მარილი, გავაჩეროთ 3-4 საათი და გავწუროთ. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიახური, ოხრახუში, ქინძი, კამა, ნიორი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანა (ყვითელი ყვავილი), წიწაკა, მარილი, ძმარი, ზეთი. ყველაფერი ეს კარგად ავურიოთ, გავაჩეროთ ერთი დღე-ღამე, ჩავდოთ ქილებში და დავასხათ თავისივე წვენი. ასეთი სალათა შეიძლება შევინახოთ გრილ ადგილას გარკვეული დროით და როცა დაგვჭირდება, ვიხმაროთ.

0

ავტორი: