23:21:11     26-04-2020
კორონავირუსის ვაქცინის შემუშავებისთვის ტომ ჰენკსმა საკუთარი სისხლი ჩააბარა
ამერიკელმა მსახიობმა ტომ ჰენკსმა და მისმა მეუღლემ რიტა ვილსონმა, რომლებიც ერთ-ერთი პირველები იყვნენ ვარსკვლავებს შორის, რომლებიც COVID19-ით დაინფიცირდნენ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად სისხლი ჩააბარეს.
მსახიობის თქმით, მათი სისხლი შეიცავს ანტისხეულებს სასიკვდილო ვირუსის მიმართ. ამის შესახებ მსახიობმა რადიო NPR-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"ახლახანს გავარკვიეთ, რომ სისხლში ანტისხეულები გვაქვს. ჩვენივე ინიციატივით შევთავაზეთ, რომ შეგვეძლო სისხლის პლაზმა მიგვეცა, რათა ვაქცინის დასამზადებელ პროცედურებში ჩვენი წვლილიც შეგვეტანა" - განაცხადა მსახიობმა.
თუ ვარსკვლავის სისხლის პლაზმას მართლაც გამოიყენებენ წამლის დასამზადებლად, მსახიობის თხოვნით, მას არა ვაქცინა, არამედ ჰენკცინა დაერქმევა:))
0