23:00:28     26-04-2020
სმარტფონის თამაშის გამო, მოზარდმა ბიჭუნამ უმცროსი ძმა მოკლა
რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში, უფროსმა ძმამ უმცროსი ძმა მოკლა. მისი აგრესიული ხასიათი სმარტფონზე თამაშის წაგებამ გამოიწვია, რის შემდეგაც ბიჭუნამ თავი ვერ გააკონტროლა.
ტრაგედია 23 აპრილს მოხდა, ქალაქ დუდინკაში. ადგილობრივი მედიის თანახმად, დილით დედა და ექვსი თვის ქალიშვილი ბებიის სანახავად წავიდნენ. ქალმა შვილები სახლში დატოვა. გაღვიძების შემდეგ, უფროსმა ძმამ საშამ (13 წლის) სმარტფონი აიღო სათამაშოდ, მაგრამ წაგების შემდეგ წყობიდან გამოვიდა და არესიულად დაიწყო ავეჯის მტვრევა.
ამ ხმაურში მისმა უმცროსმა ძმამ ბოგდანმა (ექვსი წლის) გაიღვიძა, რომელიც ძალიან შეშინდა და სამზარეულოში დაიმალა. საშამ იმ მომენტში გადაწყვიტა, რომ უმცროსი ძმა დედას ყველაფერს მოუყვებოდა და წყობიდან გამოსულმა თინეიჯერმა, იმის შიშით, რომ დედას ტელეფონი არ წაერთმია მისთვის, ბავშვის გაჩუმება დანის დარტყმით გადაწყვიტა. აგრესიულ და უკონტროლო მდგომარეობაში მყოფმა მოზარდმა უმცროს ძმას 15-ჯერ დაარტყა დანა. მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
მას შემდეგ, რაც გააცნობიერა ჩადენილი, საშა დედასთან გაიქცა, რომელიც მეზობლად, ბებიასთან იმყოფებოდა. თავიდან გადაწყვიტა, რომ ამ სიტუაციიდან როგორმე დაეღწია თავი და მშობელი მოატყუა, თითქოს გაღვიძებისას უმცროსი ძმა სამზარეულოში მკვდარი იპოვნა. მხოლოდ ფსიქოლოგებთან საუბრის შემდეგ, ბიჭმაუმცროსი ძმის მკვლელობა აღიარა.
აღსანიშნავია, რომ საშას მანამდე ქცევის პრობლემა არასდროს ჰქონია და არც აგრესიული ყოფილა. მისი მასწავლებლებიც დადებითად ახასიათებენ ბავშვს და ვერ იჯერებენ მომხდარის შესახებ.
0