02:30:56     04-08-2011
ომი წესების გარეშე
სამხედრო მიზნებში, ავიაციის გამოყენებასთან ერთად, სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ მისი გამოყენება აქტიურად დაიწყო. მართალია საწყის ეტაპზე მფრინავები მიწაზე მყოფებს მხოლოდ ხელყუმბარებს და მცირე ზომის ბომბებს აყრიდნენ. მაგრამ მალე ვითარება შეიცვალა. მძიმე თვითმფრინავების გამოჩენით სასარგებლო დატვირთვაც გაიზარდა. მაგრამ ავიაციის გამოყენება მხოლოდ სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ როდი ხდებოდა. 1937 წლის 26 აპრილს, ესპანეთში მიმდინარე სამოქალაქო ომისას, ბომბდამშენები პირველად გამოიყენეს ქალაქ გერნიკში, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
მაგრამ მათი მასშტაბური გამოყენება ჯერ კიდევ წინ იყო. მეორე მსოფლიო ომისას, მოკავშირეების ავიაციამ გერმანიის მსხვილი ქალაქები მთვარის პეიზაჟს დაამსგავსა. ჩამოგდებული ასი ათასობით ბომბის აფეთქებით წარმოქმნილი ღრმულები მთვარის კრატერებს გავდნენ. ომის დასრულებამდე ამგვარი ბედი 80-მა გერმანულმა ქალაქმა გაიზიარა.
მეორე მსოფლიო ომის დაწყების მომენტისთვის მსოფლიოში არსებობდა დოკუმენტი, რომელიც კრძალავდა მშვიდობიანი მოსახლეობისა და არასამხედრო დანიშნულების ობიექტებზე საჰაერო იერიშის მიტანას. მაგრამ ომს თავისი წესები აქვს. გერმანელები პირველები იყვნენ, რომლებმაც ისინი დაარღვიეს და მშვიდობიანი ქალაქების მასიური დაბომბვა დაწყეს. 1940 წლის 24 აგვისტოს, გერმანულმა ბომბდამშენებმა როტერდამზე მიიტანეს იერიში. მართალია უშუალოდ ინგლისის დაბომბვამდე საქმე არ მისულა. მაგრამ ბრიტანეთში უკვე ლაპარაკობდნენ გერმანიის მსხვილი ქალაქების წინააღმდეგ საპასუხო ქმედებებზე. ჰუმანური კონცეფცია ინგლისმა 1940 წლის მაისამდე, პორსტე ახალი პრემიერის ჩერჩილის მოსვლამდე შეინარჩუნა. იმავე წლის სექტემბერში გერმანელებმა ქალაქი კოვენტრი დაბომბეს. იერიშს ასეულობით მოსახლე შეეწირა. ჰიტლერის ამ ქმედებამ კი ინგლისს ხელები გაუხსნა.
1942 წლის 21 თებერვალს, ბრიტანული ბომბდამშენების სარდლად მარშალი არტურ ჰარისი დაინიშნა. მკვეთრი გამონათქვამების მოყვარულმა გერმანიის ქალაქების მიწასთან გასწორების პირობა დადო. მისი აზრით ქალაქების დაბომბვას რიგითი მოქალაქეებისა და მუშების სულისკვეთება უნდა გაეტეხა. ჰარისის აზრით, მეტი ზიანის მოსატანად, ამგავრ დაბომბვებში ერთდოულად მონაწილეობა 700-900 თვითმფრინავს უნდა მიეღო. პირველი მსგავსი რეიდი 1942 წლის 30-31 მაისი ღამეს მოწყო. მასში ერთდროულად 1047 თვითმფრინავი მონაწილეობდა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა _ მცირე გერმანული სამრეწველო ქალაქი მიწასთან გაასწორეს. საკუთარმა დანაკარგებმა 41 თვითმფრინავი შეადგინდა.
მშვიდობიანი ქალაქების გარდა იშვიათად იბომბებოდა რურის სამრეწველო ობიექტები, სამიზნეები მილანსა და ტურინში, საფრანგეთში არსებული წყალქვეშა ნავების ბაზები. უფრო ხშირად ბრიტანელების რისხვა გერმანულ მსხვილ ქალაქებს ატყდებოდა. ამასობაში ინგლისში ამერიკული B-17-ის ტიპის ბომბდამშენების პირველი ჯგუფი გადმოფრინდა. `მფრინავი ციხესიმაგრეები~ (ასე შეარქვეს მათ) იმ დროისთვის თავის კლასში საუკეთესო თვითმფრინავები იყვნენ. ამერიკელები აქცენტს ძლიეი თავდაცვით შეიარაღებისა და მჭიდრო მწყობრზე აკეთებდნენ. მიჩნეული იყო რომ ასეთი ტაქტიკისას, გერმანელ გამანადგურებლებს გაუჭირდებოდათ მათი ჩამოგდება.
1943 წლის ივლისის ბოლოს, გერმანულმა ქალაქ ჰამბურგმა მოკავშირეების ავიაციის სიძლიერე საკუთარ თავზე გამოსცადა. პირველი დაბომბვა 24 ივლისს დაიწყო და 50 წუთი გაგრძელდა. 791 თვითმფრინავმა ქალაქზე 24000 ტონა ბომბი ჩამოაგდო. დაბომბვები ოთხი დღე გაგრძელდა. ქალაქებზე მასიური შეტევისას ბრიტანელები, ამერიკელების მსგავსად ორ ტალღად მოქმედებდნენ, პირველი ფუგასურ, მეორე კი _ ცეცხლგამჩენ ბომბეს ყრიდა. ამის წყალობით ძლიერი ხანძრები წარმოიქმნებოდა. რამოდენიმე დღე ქალაქში ცეცხლის გრიგალი მძივნვარებდა, რომლის ჩქარობაც შეუძლებელი იყო. ცეცხლის ალი რამოდენიმე ასეულ მეტრზე ადიოდა. არსებული ცნობებით ჰამბურგში 50000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ნახევარი ქალაქი კი მიწასთან იყო გასწორებული.
ამერიკელებმა აქცენტი გერმანული სამრეწველო ობიექტების განადგურებაზე გადაიტანეს.. 1943 წლის 17 აგვისტოს 363-მა თვითმფრინავმა შვეინფურტში საკისრების ქარხანა დაბომბდა. ამ რეიდისას გერმანელებმა 60 თვითმფრინავი ჩამოაგდეს. დანაკარგების შევსებით გამოწვეულმა ოთხთვიანმა შეყოვნებამ, გერმანელებს ქარხნის აღდგენის საშუალება მისცა. ამერიკელებიც და ინგლისელებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ გერმანიის სამრეწველო შესაძლებლობების შემცირებას. მაგრამ სწორედ 1944 წელი ბრიტანელებისთვის ყველაზე მძიმე გამოდგა. 1944 წლის 30 მარტს ნიურბურგზე განხორციელებული რეიდისას გერმანელებმა 786 თვითმფრინავიდან 96 ჩამოაგდეს.
გერმანელების სულისკვეთება არ დაცემულა. ქარხნები მაქსიმალურად გადანაწილებული იყო, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები კი მიწისქვეშ გადაიტანეს. 1944-ის თებერვალში საჰაერო იერიშები გერმანიის ნახევარ საავიაციო ქარხნებმა იგემეს. ზოგიერთი მათგანი სრულად განადგურდა. მაგრამ გერმანელები წარმოუდგენელი სისწრაფით ახდენდნე მათ აღდგენას.
თანდათანობით მესამე რაიხის დამცველების წინააღმდეგობამ იკლო. მათი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა დასუსტდა. გამოცდილი მფრინავების რიცხვი კლებულობდა. მათი შემცვლელი კი არავინ იყო.
1944 წელს მოკავშირეებმა სინტეთიკური საწვავის ქარხნებისა და სარკინიგზო კვანძების განადგურება განიზრახეს. მალე აღმოჩნდება, რომ ომში შემთხვევითობისგან არავინ არის დაზღვეული. 1944 წლის სექტემბრის ბოლო დღეს, ამერიკელებმა უამონდობის გამო ვერ შეძლეს ერთ-ერთი საავიაციო ქარხნის მოძიება. უკანა გზაზე კი ბომბების თრევას, ერთ მცირე ქალაქზე ჩამოცლა ამჯობინეს. ბომბების ნაწილის ქალაქ ესენის სკოლას მოხვდა. სადაც ნანგრევებში 120 ბავშვი დაიღუპა. იმავე წლის ბოლოსთვის გერმანიის სარკინიგზო სისტემა თითქმის სრულად პარალიზებული იყო. სინტეტიკური საწვავის წარმოება კი 316-დან 17 ათას ტონამდე შემცირდა. ტანკებსა და ავიაციას საწვავი არ ჰყოფნიდა.
გერმანიის ქალაქების დაბომბვის აპოგეად 1945-ის თებერვალში დრეზდენის გაანდგურება გახლდათ. ქალაქი იმ პერიოდში მსხვილ სამრეწველო ცენტრს წარმოადგენდა და ამასთანავე აქ უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი მდებარეობდა. 13 თებერვლის ღამეს 796-მა ბრიტანულმა Lანცასტერ-მა ორ ტალღად ქალქაზე 1478 ტონა ფუგასური და 1182 ტონა ცეცხლგამჩენი ბომბი ჩამოგდო. 14 თებერვალს დაბომბვებს ამერიკული ავიაციაც შეუერთდა და 311-მა B-17-მა დრეზდენში არსებულ მთავარ სტრატეგიულ სამიზნეზე - სარკინიზგო პარკსა და სადგურებზე 771 ტონა ბომბი ჩამოადგო. ამის შემდეგ ამერიკულმა ბომბდამშენებმა 2 მარტს ქალაქზე კიდევ ერთი იერიში მიიტანეს. ამ გაფრენის დროს თვითმფრინავებს კონკრტული სამიზნე არ გააჩნდათ და დაბომბვა "ხალიჩისებურად", ფართობით სამიზნეებზე ხდებოდა. ქალაქის ცენტრი აღგვილი იყო მიწისაგან პირისა.
დრეზდენის დაბომბვებისას, დაღუპულთა ოფიციალური რაოდენობა დღემდე უცნობია. სხვადასხვა წყაროს ცნობით ქალაქში 25-დან 100 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
დრეზდენის განადგურების შემდეგ ჩერჩილმა ჰარისს ამგვარი ქმედებების შეწყვეტა უბრძანა. წინააღმდეგ შემთხვევაში სრულიად განადგურებულ და მიწასთან გასწორებული ქალაქების აღება მოგვიწევსო. მარშალი პრემიერის ბრძანებას დამორჩილა.
საერთო ჯამში გერმანიის სამოქალაქო ინფრასტრუქტურამ ამგავრი დაბომბვებისგან უფრო მეტი ზიანი განიცადა ვიდრე სამხედრომ. 1944 წლის ბოლოსთვის როდესაც ამერიკელებმა სრულად გაანადგურეს 12 საავიაციო ქარხანა და სარკინიგზო კვანძები, მსხვილი გერმანული ქალაქების ნაწილი უკვე ნანგრევებად იყო ქცეული.
ზუსტი ციფრები დღემდე არარსებობს. სხვადასხვა მონაცემებით მოკავშირეების მიერ გერმანული ქალაქების დაბომბვებს 300 ათასიდან 1.5 მილიონამდე ადამიანი შეეწირა. მაშინ როდესაც ინგლისში საპასუხო გერმანულმა რეიდებმა 60.5 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.
0