11:24:36     25-04-2020
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 37 წლის ტყუპი დები, დაინფიცირებიდან 3 დღეში გარდაიცვალნენ
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსით გარდაიცვალნენ ტყუპი დები, კეტი და ემა დევისები.
37 წლის ექთანი, კეტი დევისი ხუთშაბათს, საუთჰემპტონის საავამდყოფოში დაინფიცირებიდან 3 დღეში გარდაიცვალა. მისი ტყუპისცალი კი, ყოფილი მედდა, ემა დევისი იმავე საავადმყოფოში - პარასკევს.
"ისინი ყოველთვის ამბობნდნენ, რომ ერთად მოევლინნენ სამყაროს და ერთადვე დატოვებდნენ მას", - თქვა ტყუპების დამ ზოი დევისმა.
"სიტყვებით ვერ აღვწერ, თუ როგორი განსაკუთრებულები იყვნენ ისინი", - დასძინა ზოიმ.
ბრიტანეთში კორონავირუსით 50-მდე ექთანი დაიღუპა.
0