"ძლივს ვწერ... ძალა აღარ მაქვს" - მეცნიერის ბოლო მიმოწერა მეგობართან, სიკვდილის წინ... "ძლივს ვწერ... ძალა აღარ მაქვს" - მეცნიერის ბოლო მიმოწერა მეგობართან, სიკვდილის წინ... /> "/> " />


  13:04:19     24-04-2020

"ძლივს ვწერ... ძალა აღარ მაქვს" - მეცნიერის ბოლო მიმოწერა მეგობართან, სიკვდილის წინ...

a98676.jpg

კომუნარკის საავადმყოფოში 36 წლის დანილა ტლისოვი გარდაიცვალა., რომელიც ბირთვული ფიზიკოსი იყო. კორონავირუსის დიაგნოზით ის საავადმყოფოში აპრილის დასაწყისში მოხვდა. დანილას სიკვდილის შემდეგ მისმა მეგონარმა ინტერნეტში გამოაქვეყნა მიმოწერა, სადაც დანილა თავის მდგომარეობაზე საუბრობს. 

პერსპექტიული ბირთვული ფიზიკოსი მუშაობდა CERN-ში - ეს არის ევროპული ორგანიზაცია ბირთვული კვლევებისთვის, მსოფლიოში ყველაზე დიდი ენერგეტიკული ფიზიკის ლაბორატორია..

მარტის ბოლოს, ტლისოვი შვეიცარიიდან რუსეთში დაბრუნდა და საშინაო კარანტინში იმყოფებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო. 4 აპრილს იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეგობართან საუბარში ფიზიკოსმა აღნიშნა, რომ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და ექიმები ვერ ახერხებდნენ ის დაწევას.

 

[I=2] ”ჯერჯერობით მხოლოდ გაუარესების დინამიკაა. მოკლედ, თქვენ იზოლირებული იყავით, თორემ, ვერც კი წარმოიდგენთ, რა მტკივნეულია. გამოიყენეთ ანტისეპტიკური საშუალება ყოველ ჯერზე, როცა რაიმე ადგილს შეეხებით. პნევმონიის სიმპტომები ყველასთვის განსხვავებულია - მაქვს ცხელება, მშრალი ხველა და ნაზოფარინქსი. ”- მიწერა მან საავადმყოფოდან მეგობარს.

 

დანილას დაავადების მიმდინარეობა გართულდა პნევმონიით. ოთხი დღის შემდეგ, საავადმყოფოში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. უკვე ხვდებოდა, რომ ეს შეიძლებოდა დასასრული ყოფილიყო, 8 აპრილს ძლივს მოახერხა ხელში ტელეფონის დაჭერა, რათა მეგობრისთვის მიეწერა..

 

”ექიმები დუმან... მე ვგრძნობ, რომ ძალიან ცუდადაა საქმე... ძლივს ვწერ, ძალა აღარ მაქვს " - მიწერა ტლისოვმა მეგობარს.

[I=3] ზუსტად ორ დღეში, მდგომარეობის გართულების გამო, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად, ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა; მათ ვერ გადაარჩინეს ფიზიკოსი, რომელიც ასეთი ახალგაზრდა იყო.

 

0

ავტორი: