20:44:20     23-04-2020
ვოლოდიმირ ზელენსკი: კარანტინში ყოფნის დრო შეგვიძლია უცხო ენების სწავლისთვის გამოვიყენოთ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებს მოუწოდა, კარანტინში ყოფნის დრო უცხო ენების სწავლას მოახმარონ.
"ახლა, როდესაც სახლში ვიმყოფებით, შეგვიძლია ეს დრო უცხო ენების უნარების გასაუმჯობესებლად გამოვიყენოთ. აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ყველაფერი ეს დასრულდება და ჩვენთან ქვეყანაში უცხოელი ტურისტები ჩამოვლენ. მოდით, კარანტინში ყოფნის დრო უცხო ენების უნარების გასაუმჯობესებლად გამოვიყენოთ და სტუმრებს სუფთა ინგლისურზე ვუთხრათ Welcome to Ukraine“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, უკრაინის მთავრობამ ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი 12 მარტს შემოიღო, რომელიც 11 მაისამდე გახანგრძლივდა.
0