16:03:16     23-04-2020
არჩევნების თარიღს არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს - გია ვოლსკი

არჩევნების თარიღს არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს იმ პროგნოზებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და რომელსაც ჩვენი მედიკოსები გვაწვდიან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელშემშლელი ფაქტორი შესაძლოა, მხოლოდ ვირუსის უფრო ფართო გავრცელება გახდეს, თუმცა, ამ თვალსაზრისით ვითარება საზოგადოებაზეც არის დამოკიდებული.
„თუკი რაიმე განუსაზღვრელი ან წინასწარ დაუგეგმავი მოხდა, ეს იქნება კვლავ იმაზე დამოკიდებული, თუ რამდენად გავითავისებთ პასუხისმგებლობას არა მარტო სახელისუფლებო სტრუქტურები და პოლიტიკური ორგანიზაციები, არამედ თავად საზოგადოება. ვფიქრობ, ივნისში ყველა მონაცემით დავიწყებთ განხილვას, ივლისში დავამთავრებთ და გვექნება პაკეტი საარჩევნო სისტემით და კონსტიტუციაში ცვლილებებით. ამის ხელშეშლა შეუძლია მხოლოდ იმ წინასწარ დაუგეგმავ პრობლემას, რასაც ჰქვია ვირუსის შემოტევის გაფართოება. ამასთან დაკავშირებით, მედიცინის დარგიდან მომდინარე პროგნოზები დამაიმედებელია, თუმცა, ქმედებები ცალკეული ჯგუფების არის საკმაოდ შემაშფოთებელი ამ თვალსაზრისით, ასე რომ რაც ჩვენზე, პოლიტიკოსებზე არის დამოკიდებული, უნდა შევასრულოთ, ასევე საზოგადოებამაც უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
0