"მოვუწოდებთ ჩინეთს, რომ ის ბაზრები, სადაც ველური ცხოველები იყიდება, სამუდამოდ დახუროს" "მოვუწოდებთ ჩინეთს, რომ ის ბაზრები, სადაც ველური ცხოველები იყიდება, სამუდამოდ დახუროს" /> "/> " />


  11:34:47     23-04-2020

"მოვუწოდებთ ჩინეთს, რომ ის ბაზრები, სადაც ველური ცხოველები იყიდება, სამუდამოდ დახუროს"

a98580.jpg

მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ-მა ჩინეთს ე.წ. სველი ბაზრების სამუდამო დახურვისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი ბაზრების კორონავირუსთან კავშირია. სავარაუდოდ ახალი კორონავირუსი სწორედ ქალაქ უხანის ბაზრობაზე გაჩნდა.

"სველ ბაზრებზე არალეგალურად გაყიდული ველური ცხოველების და ზოონოტიკური დაავადებების კავშირიდან გამომდინარე, შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის რესპუბლიკას მოუწოდა, ველური ბუნების სველი ბაზრები და ყველა ის ბაზარი, სადაც ველური ცხოველები არალეგალურად იყიდება სამუდამოდ დახუროს“, - განაცხადა პომპეომ.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

0

ავტორი: