23:36:46     22-04-2020
მწეველებზე კორონავირუსი განსხვავებულად მოქმედებს - ექიმები კოვიდინფექციის აქამდე უცნობ მხარეებზე
მეცნიერები კოვიდინფიცირებულ 80 მწეველ პაციენტზე დაკვირვებით ირწმუნებიან, რომ ყოველ მათგანს ვირუსი ბევრად გართულებულ ფორმებში ჰქონდა, ისინი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყვნენ მიერთებულნი და უმეტესობა ინფექციამ იმსხვერპლა.
- ვინაიდან COVID-19 არის ვირუსი, რომელიც პირველ რიგში ფილტვებზე გადადის, ყველაფერი, რაც ორგანოს აზიანებს, ასუსტებს პაციენტებს და უფრო მძიმე შედეგებს იწვევს, თუ ადამიანი ინფიცირდება. ცნობილია, რომ მოწევა უფრო სერიოზულ შედეგებს იწვევს პნევმონიის ან გრიპის მქონე ადამიანებში, და ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მწეველები ბევრად უფრო რისკის ქვეშ არიან, თუ ისინი კორონავირუსული ინფექციით დაინფიცირდებიან, - განაცხადა ექიმმა მეთიუ სტელიგმა.
მისი თქმით, თამბაქოს მოწევა ასქელებს ფილტვების ლორწოვან გარსს, რის შედეგადაც ექსჰალაციის დროს ისინი ბაქტერიისა და ვირუსული ნაწილაკებისგან რთულად თავისუფლდება.
ექსპერტმა დასძინა, რომ ელექტრონული სიგარეტი ასევე ზრდის გართულებების რისკს სხეულის იმუნური ფუნქციების დათრგუნვით, წერს Izvestia.
როგორც Kuban News- ი იტყობინება, ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაინფიცირებულ მწეველ პაციენტებს სიმპტომები შედარებით ადრე ეწყებათ და ინფექცია ორგანიზმში უფრო დიდხანს რჩება.
მწეველებში დაინფიცირების რისკი 14-ჯერ მეტია არამწეველ ორგანიზმთან შედარებით.
0