13:47:50     22-04-2020
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 57999-მდე გაიზარდა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 5236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 57999-ს მიაღწია.
როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, გამოვლენილი შემთხვევებიდან 2275 უსიმპტომო პაციენტი იყო.
ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 57 ადამიანი ემსხვერპლა და მთლიანობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 513-მდე გაიზარდა.
0