ვიხილეთ ივანიშვილების ოჯახის გამამხნევებელი ჰაკა, ჰიპ-ჰოპის თუ რეპის სტილში, მაგრამ საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება - სალომე სამადაშვილი ვიხილეთ ივანიშვილების ოჯახის გამამხნევებელი ჰაკა, ჰიპ-ჰოპის თუ რეპის სტილში, მაგრამ საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება - სალომე სამადაშვილი />


  13:29:59     22-04-2020

ვიხილეთ ივანიშვილების ოჯახის გამამხნევებელი ჰაკა, ჰიპ-ჰოპის თუ რეპის სტილში, მაგრამ საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება - სალომე სამადაშვილი

a98526.jpg

ვიხილეთ ივანიშვილების ოჯახის გამამხნევებელი ჰაკა, ჰიპ-ჰოპის თუ რეპის სტილში, მაგრამ, ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას აქვს კითხვები, რომლის დასმის შესაძლებლობაც დღეს პარლამენტში არ არის.

„მინდა გითხრათ, რომ გაოცებული ვარ, როგორც დღევანდელი შეხვედრის ფორმატით, ასევე, იმ პროცედურით, რომლითაც განხილვა მიმდინარეობს იმიტომ, რომ მილიონობთ ჩვენი თანამოქალაქე სახლში გამოკეტილი, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩენილი, ელოდება პასუხებს კითხვებზე, რომელიც საზოგადოებას დაუგროვდა. ჩვენ აქ ვერ ვხედავთ ვერც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ვერც ჯანდაცვის მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს, რომელთაც ჩვენ უნდა დავუსვათ ის შეკითხვები, რაც საზოგადოებას დაუგროვდა, მეტიც, ვადგენთ, რომ დღეს ამ დარბაზში შეკითხვის დასმის უფლებაც არ გვაქვს.

გუშინ ვიხილეთ ივანიშვილების ოჯახის გამამხნევებელი ჰაკა, ჰიპ-ჰოპის თუ რეპის სტილში, მაგრამ, ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება. ჩემთვის გაუგებარია, როდესაც საზოგადოება ელოდება შეკითხვებზე პასუხს, რატომ გახდა შეუძლებელი, რომ დღევანდელი სხდომა წარიმართოს განსახვავებული წესით, იმისთვის, რომ პარლამენტში, სადაც ხალხის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, მოვისმინოთ შეკითხვები, რომელიც აქვს საზოგადოებას“,- განაცხადა სამადაშვილმა.

0

ავტორი: