12:09:48     22-04-2020
"კორონავირუსის მეორე ტალღა შეიძლება უფრო მძიმე იყოს, რადგან გრიპის სეზონს დაემთხვევა"
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, კორონავირუსის მეორე ტალღა შესაძლოა უფრო მძიმე იყოს, რადგან გრიპის სეზონს დაემთხვევა.
„არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ვირუსის თავდასხმა ჩვენს ქვეყანაზე მომდევნო ზამთარს უფრო მძიმედ ჩაივლის, ვიდრე ის, რაც უკვე ვიხილეთ“, - განაცხადა რობერტ რედფილდმა The Washington Post-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ორი რესპირატორული აფეთქების ქონა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას მძიმე ტვირთად დააწვება.
„ჩვენ გრიპის ეპიდემია და კორონავირუსის ეპიდემია ერთდროულად გვექნება“, - აღნიშნა მან.
0