14:18:34     21-04-2020
ცოლის ცემის ბრალდებით, თბილისში მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა.
"გამოძიებით დადგინდა რომ, დაკავებულმა მამაკაცმა მეუღლეს – 1980 წელს დაბადებულ რ.კ.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს”, - წერს შსს.
აღნიშნული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
0