13:33:30     21-04-2020
"12 წლიანი კარიერის განმავლობაში ასეთი სასტიკი დაავადება პირველად ვნახე" - უჰანის საავადმყოფოს ექიმი
24 იანვარს ქალაქ ჰანში გამოცხადებული განგაშის შემდეგ, სამხრეთ პროვინციიდან 128 კაციანი ექიმთა ჯგუფი გაიგზავნა ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში. ერთ-ერთი მათგანი იყო რეანიმატოლოგი ვუ ფენგი, რომელიც იმ საშინელი სანახაობის შესახებ Sixth Tone-თან ინტერვიუში ყვება.
კოლეგებთან ერთად ფენგმა 54 დღე დაჰყო ჰანკუს საავადმყოფოში - ეს იყო ერთ-ერთი პირველი სტაციონარი, რომელიც კოროვირუსული მკურნალობის ცენტრად გადაკეთდა. მათ ინფექციისგან 215 პაციენტი განკურნეს, რომელთაგან 162 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
"12 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც სხვადასხვა დაავადებებთან გამკლავება მიწევდა. მაგრამ ეს მოგზაურობა ჩემი ცხოვრების ყველაზე უარესი ეპიზოდი იყო" - ვუ ფენგი.
როდესაც ვუ ფენგი საავადმყოფოში იმყოფებოდა, მას არც ერთი მცველი ან დამლაგებელი არ უნახავს. დერეფნები ნაგვის ჩანთებით და დაბინძურებული სამედიცინო ნარჩენებით იყო სავსე. ჩვეულებრივი პალატები ინტენსიური თერაპიის განყოფილებებად იყო გადაკეთებული, მაგრამ იზოლირებული არ იყო დანარჩენი შენობისგან. პირადი დამცავი აღჭურვილობის მწვავე ნაკლებობამ მრავალი საავადმყოფოს პერსონალის დაინფიცირება გამოიწვია. როდესაც ყველა პულმონოლოგი და რეანიმატოლოგი ავად გახდა, სხვა ექიმებმა ჩაანაცვლეს ისინი. სამსახურში დარჩა მხოლოდ ორი ოფთალმოლოგი და ორი ექთანი, რომლებიც 85 კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებს მკურნალობდნენ.
[I=2] "პირველი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, იყო საკარანტინო განყოფილების უზრუნველყოფა, რისთვისაც ექიმების მოსასვენებელი ოთახებიც კი გამოვიყენეთ" - განაცხადა ვუ ფენგმა.
პირველ კვირას პაციენტთა უმრავლესობას დაავადება შედარებით მსუბუქ ფორმებში ჰქონდა. რესპირატორული პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც პნევმონია 60% -ზე მეტს დაუდასტურდა. ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ვუ ფენგის ჯგუფის ექიმებმა იმპროვიზაციას მიმართეს. მაგალითად, მათ ექსპერიმენტები ჩაუტარეს ანტიალერგიულ პრეპარატ ქლოროქსინს, მაგრამ მალევე ამოიღეს იგი გვერდითი ეფექტების გამო. შედეგად, ისინი შეჩერდნენ ჟანგბადის ნიღბებიზე. ეპიდემიის მწვერვალზე 70-80 წლის ადამიანებისთვის 25-კგ-მდე ჟანგბადის ცილინდრები სჭირდებოდათ დღეში. ჰოსპიტალს არ გააჩნდა ECMO- სთვის მოწყობილობები (ექსტრაკორპორული მემბრანის ჟანგბადი), შესაბამისად, ყველაზე "რთულ" პაციენტებს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე აერთებდნენ.
"ერთხელ, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს სისხლში ჟანგბადის დონე 20% -მდე დაეცა, იგი კომაში იმყოფებოდა. სასწრაფო ინტუბაციის შემდეგ ჩვენ მას დაუყოვნებლად ჩავურთეთ ხელოვნური სუნთქვის აპარატი. როდესაც პირველი ცილინდრი ამოიწურა, ვერ შევძელით სწრაფად შეგვენაცვლებინა მეორე ცილინდრით. პაციენტის სახე სულ გაულურჯდა: ჰიპოქსიის აშკარა ნიშანი. მე სწრაფად ამოვიღე მილი მისი ცხვირიდან და პირდაპირ პირში მოვათავსე. კინაღამ ჩემს თვალინ მოკვდა, საბედნიეროდ, გადარჩენა მოვახერხეთ" - აღნიშნა ჩინელმა რეანიმატოლოგმა.
[I=3] ვუ ფენგმა ასევე ისაუბრა იმ პირობების შესახებ, რომლის მიხედვითაც ექიმებმა უნდა იმუშაონ. პირველ რიგში, ისინი გამუდმებით იყვნენ დამცავ კოსტიუმებში და ხშირად მათ უბრალოდ არ ჰქონდათ დრო, რომ საშხაპეში შესულიყვნენ. თუმცა, ზოგიერთი კოსტუმი ძალიან თხელი იყო, ამიტომ ისინი რამდენიმე ფენას ერთად იცვამდნენ. იმის გამო, რომ დამცავი სამოსის დეფიციტი იყო, ხშირად ნახმარი სამოსიც ეცვათ.
"მალევე, ქალაქში აშენდა 19 დროებითი საავადმყოფო. მთელი ქვეყნის მასშტაბით ექიმები ჩამოვიდნენ და ამან საქმე უფრო შეგვიმსუბუქა. თებერვლისთვის, ზოგიერთმა პაციენტმა გამოავლინა გაუმჯობესების ნიშნები. 19 მარტს განყოფილება ადგილობრივ თანამშრომლებს გადავეცით. 12 წლიანი კარიერის განმავლობაში ასეთი სასტიკი დაავადება პირველად ვნახე და არასდროს დამავიწყდება, რა ჯოჯხეთი გამომატარა" - ვუ ფენგი.
0