23:12:11     20-04-2020
ტრაგედია სვანეთში - სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. გარდაცვლილია ერთი პირი. ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.
შემთხვევა მესტიის მუნიციპალიტეტში ცოტა ხნის წინ მოხდა. რა გახდა მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
0