დისა და მეგობრის დაჭრის ფაქტზე, სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, პოლიციამ მამაკაცი დააკავა დისა და მეგობრის დაჭრის ფაქტზე, სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, პოლიციამ მამაკაცი დააკავა />


  14:12:04     20-04-2020

დისა და მეგობრის დაჭრის ფაქტზე, სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, პოლიციამ მამაკაცი დააკავა

a98427.jpg

პოლიციამ სოფელ ქვედა ჩხოროწყუში დისა და მეგობრის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ვ.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ჩხოროწყუში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით ორი ადამიანი დაჭრა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0

ავტორი: