19:51:14     18-04-2020
უმძიმესი კადრები - ბრიტანელი, კორონავირუსით გარდაცვლილი 13 წლის ბიჭის დაკრძალვა ოჯახმა პირდაპირი ტრანსლაციით ნახა
13 წლის, კორონავირუსით გარდაცვლილი ბრიტანელი მოზარდის ოჯახი, ბიჭის დაკრძალვას ვერ დაესწრო. ვირუსის სიმპტომები ბიჭის და-ძმასაც გამოუვლინდათ და ისინი იზოლაციაში იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ლონდონში მცხოვრები 13 წლის ისმაილ მოჰამედ აბდულვაჰაბი ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ორშაბათს გარდაიცვალა. ის უკვე დაკრძალეს, მაგრამ დედამისი და მისი 6 და-ძმა იძულებულია, რომ თვითიზოლაციაში იყოს. დაკრძალვას ოჯახის მხოლოდ რამდენიმე მეგობარი ესწრებოდა.
ოჯახის მეგობარი ჰყვება, რომ ოჯახი სასოწარკვეთილი იყო იმით, რომ ვერ შეძლეს ბავშვთან გამომშვიდობება, ამიტომ დამკრძალავმა ბიურომ მათ პირდაპირი ტრანსლაცია ჩაურთეს.
გარდაცვლილის უმცროს ძმასა და უფროს დას ვირუსის სიმპტომები აქვთ, მათ შორის მაღალი ტემპერატურა და გემოს შეგრძნების დაკარგვა.
0