19:15:53     18-04-2020
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 28 წლის ორსული ექთანი გარდაიცვალა
დიდ ბრიტანეთში 28 წლის ორსული ექთანი გარდაიცვალა, რომელსაც 2 კვირის წინ კორონავირუსით მამა გარდაეცვალა.
ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.
მერი აგიაპონგი ქალაქ ბედფორდშირის ერთ-ერთ საავადმყოფოში ექთნად 5 წლის განმავლობაში მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ექიმებმა მისი შვილის გადარჩენა შეძლეს. ის თავს კარგად გრძნობს, თუმცა ჯერ უცნობია, დაუდგინდა თუ არა მასაც კორონავირუსი.
მერის ძმის, ჩარლის თქმით, ოჯახისთვის ეს ძალიან მძიმე სიტუაციაა და მათ რთული პერიოდის გავლა უწევთ.
0