ენტონი ფაუჩი: იმ ვირუსების გენეტიკური თანმიმდევრობა, რომლითაც ღამურები ავადდებიან და მუტაციები, სრულად შეესაბამება ვირუსის ცხოველისგან ადამიანისთვის გადაცემას ენტონი ფაუჩი: იმ ვირუსების გენეტიკური თანმიმდევრობა, რომლითაც ღამურები ავადდებიან და მუტაციები, სრულად შეესაბამება ვირუსის ცხოველისგან ადამიანისთვის გადაცემას />


  12:14:02     18-04-2020

ენტონი ფაუჩი: იმ ვირუსების გენეტიკური თანმიმდევრობა, რომლითაც ღამურები ავადდებიან და მუტაციები, სრულად შეესაბამება ვირუსის ცხოველისგან ადამიანისთვის გადაცემას

a98382.jpg

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს, ენტონი ფაუჩის კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის შესახებ თეორიის არ სჯერა. Business Insider-ის ცნობით, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

"სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც ვირუსების ევოლუციის საკითხში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჯგუფმა შეისწავლა ახალი კორონავირუსის გენეტიკური თანმიმდევრობა, შემდეგ კი შეისწავლა იმ ვირუსების გენეტიკური თანმიმდევრობა, რომლითაც ღამურები ავადდებიან. ის მუტაციები, რომლებიც საჭირო გახდა ამ ახალი კორონავირუსის მისაღებად, სრულად შეესაბამება ცხოველისგან ადამიანისთვის გადაცემას“, - განაცხადა აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა.

0

ავტორი: