18:22:24     17-04-2020
მეცნიერებმა ღამურაში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
ინდოეთში, ინდოეთის საბჭოს სამედიცინო კვლევების მეცნიერებმა აღმოაჩინეს ღამურებში კოროვირუსის ახალი სახეობა, რომლის საშიშროება ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული - ამის შესახებ ინფორმაციას India Today ავრცელებს.
ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ვირუსი ინდური ღამურის ორ სახეობაში აღმოაჩინეს. მეცნიერების აზრით, არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, შეძლებს თუ არა ის ადამიანებში დაავადებების პროვოცირებას.
”ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ღამურები არანაირად არ არიან დაკავშირებული SARS-CoV2-ის ვირუსთან, რამაც გამოიწვია მიმდინარე პანდემია” - განაცხადა ინდოეთის ვირუსოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომელმა.
მისივე განმარტებით, ადრე იმავე ორი სახეობის ღამიურაში მათ აღმოაჩინეს ნიფას ვირუსი, რომლისგანაც ინფიცირებულთა 70% იღუპება.
0