მეცნიერებმა დაასახელეს ადგილი, სადაც ადგილობრივებს კარგი იმუნიტეტის გამო კრონავირუსი არ ემუქრებათ მეცნიერებმა დაასახელეს ადგილი, სადაც ადგილობრივებს კარგი იმუნიტეტის გამო კრონავირუსი არ ემუქრებათ />


  23:31:28     16-04-2020

მეცნიერებმა დაასახელეს ადგილი, სადაც ადგილობრივებს კარგი იმუნიტეტის გამო კრონავირუსი არ ემუქრებათ

a98343.png

მას შემდეგ, რაც კორონავირუსი მსოფლიო პანდემიის მიზეზად იქცა, მეცნიერები დაუღალავად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი გაიგონ და შეისწავლონ აღნიშნული პრობლემის გარშემო.

მათ თითოეული რეგიონი და მასში აღრიცხული პაციენტების ისტორიები გამოიკვლიეს (კვლევა ჯერ არაა დასრულებული) და აღმოაჩინეს ერთი საინტერესო ფაქტორი - გერმანიის ერთ-ერთ დასახლებაში, რომელსაც ადგილობრივები განგელტს უწოდებენ, ინფიცირებულებს ვირუსი ყველაზე მსუბუქ ფორმებში აქვთ - წერს გამოცემა The Spectator.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ინფექციის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, საზოგადოებას სხვა რეგიონებთან შედარებით COVID-19-ით სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი აქვს. ექსპერტებმა ასევე აღნიშნეს, რომ მოსახლეობის 14% ანამნეზში ანვითარებს კორონავირუსს.

ეს მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადგილში მაცხოვრებლებს განსაკუთრებულად ძლიერი იმუნიტეტი აქვთ იმის ფონზე, რომ ვირუსი ამ რეგიონში ძალიან სწრაფად ვრცელდება და ინფიცირებულთა რაოდენობა, სიმპტომები და მდგომარეობა არ შეესაბამება გერმანიის სხვა ქალაქებს, სადაც ვირუსი ასევე სწრაფად გავრცელდა და ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან მალე გაიზარდა, არის საკმაოდ დიდი მსხვერპლიც და ჯანმრთელ ორგანიზმშიც სიმპტომები იმაზე უფრო რთულია, ვიდრე განგელტში.

0

ავტორი: