„მე ზუსტად ვიცი, რომ ბილ კლინტონი ჩემი ბიოლოგური მამაა“ - 18 წლის გოგონა ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ქალიშვილია „მე ზუსტად ვიცი, რომ ბილ კლინტონი ჩემი ბიოლოგური მამაა“ - 18 წლის გოგონა ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ქალიშვილია />


  23:28:50     16-04-2020

„მე ზუსტად ვიცი, რომ ბილ კლინტონი ჩემი ბიოლოგური მამაა“ - 18 წლის გოგონა ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ქალიშვილია

a98341.jpg

18 წლის ალისა გილმორი ამტკიცებს, რომ ბილ კლინტონის ქალიშვილია.

გოგონა ირწმუნება, რომ მის დედას, ოვალური ოფისის ყოფილ მდივანს, სახელად უიტნი გილმორს, ურთიერთობა ჰქონდა პრეზიდენტ კლინტონთან 1998-დან 2001 წლამდე. 

„მე ვიცი, რომ ბილ კლინტონი ჩემი ბიოლოგიური მამაა, ბევრი ფოტო მაქვს, სადაც დედაჩემი და ბილი ერთად არიან, დედასგან ვიცი, რომ ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ. ჩემს დაბადების დღეზე საჩუქარიც კი მომიტანა, თუმცა მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და არ მახსოვს. შემდეგ ბილმა დედა მიატოვა. მრავალი წლის განმავლობაში ვუგზავნიდი წერილებს, ვურეკავდი, მსურდა, ჩემს ცხოვრებაში ისევ დაბრუნებულიყო. ახლა მხოლოდ ის მინდა, რომ პასუხისმგებლობა აიღოს და შვილად მაღიაროს“ - განაცხადა ალისამ.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბილ კლინტონს ცოლის ღალატსა და მის ზურგს უკან გაბმულ რომანებში ადანაშაულებენ. რა თქმა უნდა, ყველაზე ცნობილი ის შემთხვევაა, როდესაც მან აღიარა ურთიერთობა მონიკა ლევინსკისთან, როდესაც ის 1995-96 წლებში თეთრ სახლში მუშაობდა.

0

ავტორი: