კორონავირუსისგან ორსული ექთანი გარდაიცვალა, თუმცა ექიმებმა ბავშვის გადარჩენა მოახერხეს კორონავირუსისგან ორსული ექთანი გარდაიცვალა, თუმცა ექიმებმა ბავშვის გადარჩენა მოახერხეს />


  16:18:21     16-04-2020

კორონავირუსისგან ორსული ექთანი გარდაიცვალა, თუმცა ექიმებმა ბავშვის გადარჩენა მოახერხეს

a98323.png

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ორსული ექთანი გარდაიცვალა, თუმცა მისი შვილის გადარჩენა ექიმებმა მაინც მოახერხეს.

28 წლის მერი აგიაპონგს ვირუსი 5 აპრილს დაუდგინდა და მისი მდგომარეობა მალევე დამძიმდა. 7 აპრილს ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. მალევე მას სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რადგან მდგომარეობა დღითი დღე მძიმდებოდა.

ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, აქვს თუ არა მასაც კორონავირუსი.

0

ავტორი: