კორონავირუსით გარდაცვლილი ექთნის ცხედარი იპოვეს, რომელიც საავადმყოფოში სათანადო აღჭურვილობის არქონის გამო დაინფიცირდა კორონავირუსით გარდაცვლილი ექთნის ცხედარი იპოვეს, რომელიც საავადმყოფოში სათანადო აღჭურვილობის არქონის გამო დაინფიცირდა />


  23:52:56     15-04-2020

კორონავირუსით გარდაცვლილი ექთნის ცხედარი იპოვეს, რომელიც საავადმყოფოში სათანადო აღჭურვილობის არქონის გამო დაინფიცირდა

a98297.jpg

33 წლის დანიელა დიცენსო, პანდემიის დროს, ექთნად მუშაობდა ფლორიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში. ის ინფიცირებულებთან პირდაპირ შეხებაში იყო, თუმცა არ იყო სათანადოდ აღჭურვილი, რათა დაცული ყოფილიყო დაინფიცირებისგან - წერს გამოცემა Mirror.

„არც მას და არც მის კოლეგებს არ ჰქონდათ ნიღბები და დამცავი სამოსი, ყოველ დღე ითხოვდნენ, თუმცა ვერავინ აძლევდა“ - განაცხადა გარდაცვლილი ექთნის მეუღლემ დევიდ დიცენსომ.

დანიელამ რამდენიმე დღეში თავი შეუძ₾ოდ იგრძნო დაკორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა, თუმცაპირველადმა ვერაფერი აჩვენა, ამიტომ, მან გადაწყვიტა, დროებით, თვითიზოლაციაში გასულიყო და სახლში დარჩენილიყო. ყოველ დღე ურეკავდნენ საავადმყოფოდან და ინტერესდებოდნენ, როდის მოახერხებდა დანიელა სამსახურში გასვლას, რადგან მედპერსონალი არ ჰყოფნიდათ. ამასობაში დანიელას მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა - მას ძლიერი ხველა და ცხელება ჰქონდა.

რამდენიმე დღის შემდეგ, დევიდმა, გაიღვიძა და სახლის დერეფანში მეუღლის უსიცოცხლო ცხედარი იპოვნა. მამაკაცი თვლის, რომ ამ ტრაგიკული შემთხვევის თავიდან აცილება შეიძლებოდა, საავადმყოფოს პერსონალს საჭირო აღჭურვილობა რომ ჰქონოდა. დევიდის თქმით, მას არ შეუძლია გაიგოს, რატომ არ ეხმარებიან სამედიცინო პერსონალს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ.

0

ავტორი: