23:39:04     14-04-2020
ალბათ სიკვდილი დამავიწყდა - ინდოელი მამაკაცი ირწმუნება, რომ ის 185 წლისაა
ჩრდილოეთ ინდოელი მაჰაშტა მურასი აცხადებს, რომ იგი დაიბადა 1835 წლის იანვარში, რაც დაუჯერებელია, რადგან ასეთი ასაკის ადამიანები ისტორიას არ ახსოვს.
ადგილობრივების თქმით, არსებობს ოფიციალური მონაცემები, რომლის თანახმადაც მამაკაცი დაიბადა ქალაქ ბანგალორში, სახლში, 1835 წლის 6 იანვარს, და აღირიცხება, რომ ცხოვრობდა ვარაზანში 1903 წლიდან.
იგი მუშაობდა კობლერში 1957 წლამდე, პენსიაზე კი 122 წლის ასაკში გავიდა.
”ჩემი შვილთაშვილები წლების წინ დაიღუპნენ, მე კი, ალბათ, სიკვდილი დამავიწყდა, შეიძლება უკვდავიც ვარ” - განმარტავს ბატონი მურასი.
როგორც ჩანს, მამაკაცის დაბადების მოწმობა და პირადობის მოწმობები მის ვერსიას ადასტურებს, მაგრამ სამწუხაროდ, არცერთ სამედიცინო შემოწმებას არ შეუძლია დაადასტუროს მისი ნათქვამი.
ბოლო ექიმი, რომელსაც მისტერ მურასი ეწვია, გარდაიცვალა 1971 წელს, ასე რომ მისი სამედიცინო ფაილების შესახებ მცირე ინფორმაციაა.
0