13:18:39     14-04-2020
მოსკოვში კორონავირუსით 18 სასულიერო პირი დაინფიცირდა
მოსკოვში კორონავირუსით 18 სასულიერო პირი დაინფიცირდა. 21 მღვდელს საეჭვო სიმპტომები აქვს. ისინი ახლა დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსი 14 ეკლესიასა და მოსკოვის ორ მონასტერში დაფიქსირდა. პანდემიის მიუხედავად, ბზობის დღესასწაულზე მღვდლებმა ღვთისმსახურება მაინც ჩაატარეს. თუმცა რუსეთის პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, თავი შეიკავონ ეკლესიებში მისვლისგან.
რუსეთის მასშტაბით ვირუსი 19 ათასამდე პირს დაუდგინდა, გარდაცვლილია 148 ადამიანი.
0