ჯანმო: ჯერჯერობით უცნობია, აქვთ თუ არა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს იმუნიტეტი ჯანმო: ჯერჯერობით უცნობია, აქვთ თუ არა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს იმუნიტეტი />


  21:53:44     13-04-2020

ჯანმო: ჯერჯერობით უცნობია, აქვთ თუ არა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს იმუნიტეტი

a98156.jpg

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, კორონავირუსისგან ყველა გამოჯანმრთელებულს ანტისხეულები არ აქვს, რათა მეორედ ინფიცირებას ებრძოლოს.

"რაც შეეხება გამოჯანმრთელებასა და მეორედ ინფიცირებას, ვფიქრობ, ჩვენ ამაზე პასუხი არ გვაქვს. ეს უცნობია“, - ბგანაცხადა მაიკ რაიანმა.

თავის მხრივ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანმა მეცნიერმა, მარია ვან კერხოვემ აღნიშნა, რომ შანხაიში პაციენტებს შორის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთ პაციენტს არ ჰქონდა ანტისხეულზე რეაქცია, ხოლო ზოგიერთებს კი ძალიან მაღალი რეაქცია ჰქონდათ.

ჯანმოში განაცხადეს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია სჭირდებათ გამოჯანმრთელებული პაციენგტებისგან, რათა მათი ანტისხეულის რეაქცია გაიგონ და დაადგინონ, აძლევს თუ არა ეს მათ იმუნიტეტს და თუ აძლევს, რა პერიოდის განმავლობაში.

0

ავტორი: