"აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ ზომები უფრო ადრე რომ მიეღოთ, შესაძლოა, ადამიანები დაღუპვისგან ეხსნათ" "აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ ზომები უფრო ადრე რომ მიეღოთ, შესაძლოა, ადამიანები დაღუპვისგან ეხსნათ" /> "/> " />


  19:25:11     13-04-2020

"აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ ზომები უფრო ადრე რომ მიეღოთ, შესაძლოა, ადამიანები დაღუპვისგან ეხსნათ"

a98112.jpg

კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება, სადაც ბოლო 24 საათში 1 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში ფატალური შემთხვევების რიცხვი 22 000-ს აჭარბებს, ინფიცირების შემთხვევები კი ნახევარ მილიონს გადასცდა.

"აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ ზომები უფრო ადრე რომ მიეღოთ, შესაძლოა, ადამიანები დაღუპვისგან ეხსნათ," - ამის შესახებ შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის ნაწილი ცხოვრების ნორმალურ რიტმს შესაძლოა მაისიდან დაუბრუნდეს.

0

ავტორი: