18:26:52     13-04-2020
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1039-მდე გაიზარდა
სომხეთში ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა მთლიანმა რაოდენობამ ქვეყანაში 1039-ს მიაღწია. ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კიდევ ერთი პაციენტი დაიღუპა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 14 შეადგინა.
0