ქალი, რომლის ორსულობაც ოთხი წელია მიმდინარეობს - როცა დაიბადება, მოვუყვები, რომ მსოფლიოში პირველი ბავშვია, რომელიც ასე ნელა ყალიბდებოდა ქალი, რომლის ორსულობაც ოთხი წელია მიმდინარეობს - როცა დაიბადება, მოვუყვები, რომ მსოფლიოში პირველი ბავშვია, რომელიც ასე ნელა ყალიბდებოდა />


  03:30:11     13-04-2020

ქალი, რომლის ორსულობაც ოთხი წელია მიმდინარეობს - როცა დაიბადება, მოვუყვები, რომ მსოფლიოში პირველი ბავშვია, რომელიც ასე ნელა ყალიბდებოდა

a98091.jpg

40 წლის ამერიკელი სარა ჰოლიდეი დარწმუნებულია, რომ მალე დედა გახდება - ის უკვე თითქმის ოთხი წელია, რაც „ორსულადაა“.

სარა თვლის, რომ მას მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ორსულობა აქვს, რამდენჯერმე ჭინთვებიც ჰქონდ და მშობიარობის ცრუ განგაში, თუმცა ექიმები არწმუნებენ, რომ ის ბავშვს არ ელოდება - წერს The Sun.

2016 წელს სარამ ორსულობის ტესტით დაადგინა, რომ დედა უნდა გამხდარიყო. ოთხი თვის მერე ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაიტარა, თუმცა ექიმებმა მის მუცელში ვერც ბავშვი იპოვნეს და ვერც გულისცემა დააფიქსირეს. ამის მიუხედავად, სარას მუცელი ეზრდებოდა. მისმა გინეკოლოგმა უთხრა, რომ ქალს ფანტომიული ორსულობა ჰქონდა.

სარა არ ნებდებოდა და ულტრაბგერით გამოკვლევაზე ხშირად დადიოდა. ამასობაში მან აღმოაჩინა ერთი საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ასევე ღრმადაა დარწმუნებული ქალის ორსულობაში, რადგან ჰოლიდეიმ მათ მიუტანა ექოსკოპიის სურათი, სადაც ბავშვის სილუეტია გამოსახული. ისინი აცხადებენ, რომ შესაძლოა, ნაყოფი ძალიან ნელა ყალიბდება და არავინ იცის, როდის დაეწყება სარას მშობიარობა.

„როდესაც ჩემი შვილი დაიბადება, მე მას მოვუყვები, რომ მსოფლიოში პირველი ბავშვია, რომელიც ასე ნელ ყალიბდებოდა“ - აცხადებს სარა.

0

ავტორი: