16:45:30     12-04-2020
თბილისის მერიამ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, 94,441 ლარის ფოიერვერკები და სპეცეფექტები შეისყიდა - რა ეზეიმება კალაძეს?

მაშინ, როდესაც ქვეყანა კორონავირუსსა და მასობრივ შიმშილს ებრძვის, ხოლო ხელისუფლება უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისათვის სოციალურ ვაუჩერს ვერ იმეტებს, თბილისის მერი ზეიმისთვის ემზადება და ფეთქებად ნივთიერებებში - "ღონისძიებების უზრუნველყოფის" მიზნით, 94, 441 ლარს ხარჯავს.
[I=2]კერძოდ: მოვიპოვეთ მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც თბილისის მერის, კახი კალაძის დავალებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ - 2020 წლის 25 მარტს, მერიამ ხელშეკრულება გააფორმა შპს “ქოლორფულ სფირითს”-თან - ღონისძიებების უზრუნველსაყოფად სპეცეფექტებისა და მხატვრული ფოიერვერკების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის ღირებულება ჯამში 94,441 ლარია.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ხელშეკრულებების მიხედვით, მერიამ შეისყიდა:
ფოიერვერკის ჭურვი 2,5 დიუმი, 600 ცალი, ჩინეთი, საერთო ღიღებულება 4,200 ლარი.
ფოიერვერკის ჭურვი 3 დიუმი, ჩვეულებრივი, 500 ცალი, ჩინეთი, საერთო ღირებულება 4,500 ლარი.
[I=3]ფოიერვერკის ჭურვი 4 დიუმი, 400 ცალი, ჩინეთი, საერთო ღირებულება 5,600 ლარი.
ფოიერვერკის ჭურვი 5 დიუმი, 300 ცალი, ჩინეთი, საერთო ღირებულება 7,500 ლარი.
ფოიერვერკის ჭურვი 6 დიუმი, 250 ცალი, ჩინეთი, საერთო ღირებულება 11,250 ლარი.
ფოიერვერკის ჭურვი 8 დიუმი, 120 ცალი, საერთო ღირებულება 14,400 ლარი.
ფოიერვერკის ნაღმი 2 დიუმი, 200 ცალი, ჩინეთი, საერთო ღირებულება 1,200 ლარი.
ფოიერვერკის ნაღმი 150 ცალი, ჩინეთი, საერთო ღირებულება 1,350 ლარი.
ფოიერვერკის ნაღმი 3 დიუმი, 150 ცალი, საერთო ღირებულება 1,800 ლარი.
100 გასროლიანი მარაოს ტიპის ბატარეა, 50 ცალი, საერთო ღირებულება 5,000 ლარი.
150 გასროლიანი ბატარეა, 50 ცალი, საერთო ღირებულება 3,500 ლარი.
25 გასროლიანი ბატარეა, 100 ცალი, საერთო ღირებულება 3,000 ლარი.
100 გასროლიანი ბატარეა, 100 ცალი, საერთო ღირებულება 6,891 ლარი.
50 გასროლიანი მარაოს ტიპის ბატარეა, 100 ცალი, საერთო ღირებულება 10,000 ლარი.
[I=4]49 გასროლიანი ბატარეა, 45 ცალი, საერთო ღირებულება 2,250 ლარი.
61 გასროლიანი ბატარეა, 30 ცალი, საერთო ღირებულება 1,800 ლარი.
36 გასროლიანი ბატარეა, 120 ცალი, საერთო ღირებულება 4,800 ლარი.
სპეცეფექტი კონფეტი, 200 ცალი, საერთო ღირებულება 4,000 ლარი.
სპეცეფექტი შადრევანი, 200 ცალი, საერთო ღირებულება 1,400 ლარი.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, კერძოდ კი, 2020 წლის 25 მარტს გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელს აწერენ: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელი, ვ. ჭიღვაძე და შპს “ქოლორფულ სფირითს”-ის დირექტორი, ლაშა კვარაცხელია.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია “ქოლორფულ სფირითს”-ი 2017 წელს დარეგისტრირდა. მას ორი მფლობელი ჰყვას. ლაშა კვარაცხელია (50 პროცენტი) და მარიამ შარაშიძე (50 პროცენტი).
0