კიევ-პეჩერის ლავრაში 30 სასულიერო პირი კორონავირუსით დაინფიცირდა კიევ-პეჩერის ლავრაში 30 სასულიერო პირი კორონავირუსით დაინფიცირდა />


  18:24:07     09-04-2020

კიევ-პეჩერის ლავრაში 30 სასულიერო პირი კორონავირუსით დაინფიცირდა

a98016.jpg

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევ-პეჩერის ლავრაში 30 სასულიერო პირი კორონავირუსით დაინფიცირდა.

მედიის ინფორმაციით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 44-მა სასულიერო პირმა კორონავირუსის ტესტი 4 აპრილს გაიკეთა. 30 მათგანს COVID-19 დაუდასტურდა.

კიევ-პეჩერის ლავრა 4 აპრილს მორწმუნეებისთვის დაიხურა. კორონავირუსის დიაგნოზი კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარს, მიტროპოლიტ პავლესაც დაუსვეს.

0

ავტორი: