ქალიშვილს ტელფონში ესმოდა, COVID19-ით ინფიცირებულმა დედამ როგორ შეწყვიტა სუნთქვა და დამშვიდობებაც ვერ მოასწრო ქალიშვილს ტელფონში ესმოდა, COVID19-ით ინფიცირებულმა დედამ როგორ შეწყვიტა სუნთქვა და დამშვიდობებაც ვერ მოასწრო />


  23:43:33     08-04-2020

ქალიშვილს ტელფონში ესმოდა, COVID19-ით ინფიცირებულმა დედამ როგორ შეწყვიტა სუნთქვა და დამშვიდობებაც ვერ მოასწრო

a97979.jpg

30 წლის ბრიტანელმა სოფია ესელმა დედის უკანასკნელი ხმა ტელეფონში გაიგო. ის პირადად ვერ დაემშვიდობა, რადგან 51 წლის ქალი საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით იმყოფებოდა, სადაც ექიმები უიმედოდ იბრძოდნენ მისი სიცოცხლისთვის.

უკანასკნელი ზარის დროს ქალიშვილს მხოლოდ დედის სუნთქვის მოსმენა შეეძლო და სწორედ მაშნ გაიგონა, როგორ შეწყვიტა ქალმა სუნთქვა - იუწყება Daily Star.

51 წლის ელმერმა ორი კვირა გაატარა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. კორონავირუსის დადასტურების შემდეგ მისი მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა. ექიმები იძულებულნი გახდნენ, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიეერთებინათ, თუმცა ესეც უშედეგო აღმოჩნდა. რადგან შვილები მის ნახვას ვერ ახერხებდნენ, ტელეფონით უკავშირდებოდნენ და მის გამხნევებას საყვარელი მუსიკის ჩართვით ცდილობდნენ.

სოფია სოციალური ქსელის საშუალებით მოუწოდებს საზოგადოებას, გამოიჩინონ სიფრთხილე, რადგან არავინ იცის, როდის დაკარგავენ საყვარელ ადამიანებს ამ მომაკვდინებელი ვირუსის გამო.

 

0

ავტორი: