15:35:06     08-04-2020
ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 757 ადამიანი დაიღუპა
ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 757 ადამიანი დაიღუპა - აღნიშნულ იფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საერთო ჯამში, ესპანეთში ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობამ 14 ათასს გადააჭარბა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 610-ით გაიზარდა, რაც ეპიდემიის დაწყებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ესპანეთში სულ 146.690 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 48 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა რაოდენობით ქვეყანა კვლავ მეორე ადგილს იკავებს მსოფლიო რუკაზე.
0