13:57:43     08-04-2020
33 დღიანი პატიმრობის შემდეგ რონალდინიო 1.6 მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, "ბარსელონასა" და "მილანის" ნახევარმცველი რონალდინიო 33 დღიანი პატიმრობის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ის პარაგვაის ციხეში საკუთარ ძმასთან - რობერტოსთან ერთად იჯდა.
40 წლის სპორტსმენი და თავისი ძმა მას შემდეგ დააკავეს, რაც ყალბი დოკუმენტებით პარაგვაის საზღვარი გადაკვეთეს. ისინი ქვეყანაში ოფიციალურად იყვნენ მიწვეულნი საქველმოქმედო ღონისძიებასა და წიგნის პრეზენტაციაზე.
გირაოს თანხამ 1.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ის და რობერტო ახლა ციხის ნაცვლად შინაპატიმრობას მოიხდიან ერთ-ერთ სასტუმროში, სამართალდამცველები კი მათზე ვიდეო თვალთვალს განახორციელებენ, რათა გაქცევის მცდელობა აიცილონ თავიდან.
რონალდინიომ თავისი სპორტული კარიერა 2015 წელს დაასრულა. 2005 წელს "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა.
0