პირველი ციფრული ბარათი თიბისისგან  #შენთვის პირველი ციფრული ბარათი თიბისისგან #შენთვის />


  12:10:32     08-04-2020

პირველი ციფრული ბარათი თიბისისგან #შენთვის

a97927.png

პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებშიმომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლადთიბისი  და ვიზა საქართველოში პირველციფრულ ბარათს აანონსებს. 

ციფრული ბარათი ფიზიკური პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია ექნება, რაც სადებეტო ბარათს აქვს. ციფრული ბარათით სარგებლობა შეეძლებათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. მისი გამოყენებით შესაძლებელი იქნება თანხისგადახდა სავაჭრო ობიექტებსა და ონლაინ სივრცეში, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება. 

ციფრული ბარათის უპირატესობებია: 

·         მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება; 

·         მომხმარებელს არ უწევს ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა; 

·         მომხმარებელი არ ელოდება ბარათის ფოსტით მიღებას; 

·         ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის“ შემთხვევაშიშესაძლებელია ციფრული ბარათისმომენტალურად ინტერნეტ ან მობაილბანკიდან გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა; 

·         ბარათის დამატება შესაძლებელია მომენტალურად ციფრულ საფულეში; 

·         ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია ციფრული საფულედან - Apple Pay ან TBC Wallet; 

·         Apple Wallet -ით სარგებლობისასციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთ იმ ბანკომატებშისადაცდაშვებულია apple Pay-ით თანხის განაღდება.

 „ინოვაციური პროდუქტების და სერვისების განვითარება თიბისის პრიორიტეტული მიმართულებაა. ციფრული ბარათის დანერგვით, მომხმარებლებს ფიზიკური ბარათის ტარების და შეკვეთის ალტერნატიულ  - დისტანციურ მეთოდს ვთავაზობთ და ვცდილობთ, მათკიდევ უფრო გავუმარტვიოთ ცხოვრება, მით უმეტეს არსებული გამოწვევის ფონზე“,  - ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალურიდირექტორის მოადგილე. 

პირველი ციფრული ბარათი თიბისის მომხმარებლებისთვის აპრილის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.

0

ავტორი: