კორონავირუსით ინფიცირებულმა 44 წლის ინგლისელმა ქალმა, გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დას შეტყობინება გაუგზავნა კორონავირუსით ინფიცირებულმა 44 წლის ინგლისელმა ქალმა, გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დას შეტყობინება გაუგზავნა />


  08:49:39     08-04-2020

კორონავირუსით ინფიცირებულმა 44 წლის ინგლისელმა ქალმა, გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დას შეტყობინება გაუგზავნა

a97915.jpg

მანჩესტერის ქალაქ როჩდეილის მცხოვრებმა ქალმა, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დას შეტყობინება გაუგზავნა. ამის შესახებ "დეილი მირორი" წერს.

44 წლის ლინდსი მარშალს, ორი კვირით ადრე გამოუვლინდა კოვიდ-19-ით ინფიცირების ნიშნები. ორკვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ, ის 22 მარტს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას კორონავირუსი დაუდგინდა. სამი დღის შემდეგ ბრიტანელი ქალის მდგომარეობა გაუარესდა. ექიმებმა ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

გარდაცვალებამდე, ლინდსიმ მოასწრო რომ დისათვის შეტყობინება გაეგზავნა. "მან მე გამაფრთხილა, რომ ნარკოზს უკეთებდნენ და ასევე გამოტყდა, რომ ძალიან ეშინოდა. ეს იყო მისი ბოლო შეტყობინება," - განაცხადა კარენ მარშალმა.

კარენმა ხალხს სახლში დარჩენის აუცილებლობა შეახსენა, რათა სხვა ოჯახებმაც არ განიცადონ ახლობლების დაკარგვის საშინელება, მომაკვდინებელი ვირუსისგან.

 

0

ავტორი: