ბინ ლადენის გამანადგურებელ რაზმზე ფილმს იღებენ ბინ ლადენის გამანადგურებელ რაზმზე ფილმს იღებენ />


  10:34:48     01-08-2011

ბინ ლადენის გამანადგურებელ რაზმზე ფილმს იღებენ

a8576.jpg

მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტად წოდებული ოსამა ბინ ლადენი და მისი ცხოვრება აქტუალობას დღემდე არ კარგავს. ამერიკელი სპეცრაზმელების მიერ განეიტრალებული ტერორისტის ბიოგრაფია ბევრი კომპანიისთვის დღემდე შემოსავლის წყაროდ რჩება. მაგალითად პოსტერები, სხვადასხვა სახის ჭურჭელი ოსამას გამოსახულებით და ა.შ. კომპანიებს, ბინ ლადენის გამოსახულებიანი პროდუქტის გაყიდვებმა, მილიონობით მოგება მოიტანა.

ამჯერად კი, გარდაცვლილი ტერორისტის ლიკვიდაციის შესახებ ფილმს გადაიღებენ.  კომპანია Sony–ს გადაწყვეტილებით, რეჟისორი ქეთრინ ბიგელოუ ფილმს გადაიღებს, რომელიც ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის მომზადებისა და განხორციელების პროცესს ასახავს.  ახალი ფილმის პრემიერა 2012 წლის 12 ოქტომბერს შედგება.

კინოსურათში იმ რაზმზე იქნება გამახვილებული ყურადღება, რომელსაც ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია დაავალეს. ფილმის გადაღების პროცესი უკვე დაწყებულია. აღსანიშნავია, რომ ბიგელოუმ მუშაობა ფილმზე გაცილებით ადრე დაიწყო. მაშინ, როდესაც ოსამა ბინ ლადენი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. რეჟისორი გადაღებას 2011 წლის იანვარში შეუდგა და მაშინდელი სცენარის მიხედვით, სპეცოპერაცია წარუმატებლად სრულდებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მაისში გავრცელდა ინფორმაცია მსოფლიოში ნომერ პირველი ტერორისტის განადგურების შესახებ, ფილმის სცენარი მარკ ბოალმა თავიდან დაწერა. პროექტს, სავარაუდოდ, „Kill Bin Laden“ ერქმევა.

0

ავტორი: