16:48:53     07-04-2020
დარწმუნებული ვარ, ოპტიმიზმი და იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ დაავადების დამარცხებაში - პუტინი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ამხნევებს

„მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა თქვენდამი ამ მძიმე მომენტში. დარწმუნებული ვარ, თქვენი ენერგია, ოპტიმიზმი და იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ დაავადება დაამარცხოთ“ - ასე ამხნევებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს.
შეგახსენებთ, რომ ჯონსონს COVID19 ჯერ კიდევ 27 მარტს დაუდასტურდა და ის სახლში გადიოდა მკურნალობის კურსს, პარალელურად დისტანციურად მუშაობდა. თუმცა, ორი დღის წინ ის სიმტომების გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს და ახლა მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აგრძელებს.
0