ინციდენტი რუსთავში - მამაკაცმა ცოლს სცემა, დას კი აივნიდან აგდებდა ინციდენტი რუსთავში - მამაკაცმა ცოლს სცემა, დას კი აივნიდან აგდებდა />


  16:21:24     07-04-2020

ინციდენტი რუსთავში - მამაკაცმა ცოლს სცემა, დას კი აივნიდან აგდებდა

a97883.jpg

ინციდენტი მოხდა რუსთავში - 50 წლამდე ასაკის მამაკაცი მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა, დას კი აივნიდან აგდებდა.

ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცსა და მის მეუღლეს შორის სიტყვიერ დაპირისპირება მოხდა.

კამათის შემდეგ, ქმარმა, საცხოვრებელი სახლის აივნიდან სამზარეულოში არსებული ნივთები ეზოში გადაყარა, რის შემდეგაც ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მამაკაცის შეჩერებას ცდილობდა მისი და, თუმცა ვითარება კიდევ უფრო მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც საკუთარ დას მე-8 სართულის აივნიდან გადაგდებით დაემუქრა.

ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს. მოძალადე პოლიციამ მალევე დააკავა. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით.

 

0

ავტორი: