"იზოლაციაში მყოფი ქალები ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან და ისინი საკუთარ სახლებში დაცული უნდა იყვნენ" "იზოლაციაში მყოფი ქალები ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან და ისინი საკუთარ სახლებში დაცული უნდა იყვნენ" /> "/> " />


  10:16:44     06-04-2020

"იზოლაციაში მყოფი ქალები ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან და ისინი საკუთარ სახლებში დაცული უნდა იყვნენ"

a97803.jpg

COVID19-ის გამო იზოლაციაში მყოფი ქალები ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან და ისინი საკუთარ სახლებში დაცული უნდა იყვნენ, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

"მოგიწოდებთ მშვიდობისკენ, მშვიდობის დამყარებისკენ სახლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვიცით, რომ იზოლაცია და კარანტინი COVID19-ის შესაჩერებლად აუცილებელია, თუმცა ამით, შესაძლოა, ბევრი ქალი მოძალადე პარტნიორის წინაშე ხაფანგში გაბმული აღმოჩნდეს.

ბოლო კვირების განმავლობაში, გაზრდილი ეკონომიკური და სოციალური წნეხისა და შიშის ფონზე, მსოფლიოში ოჯახური ძალადობის ფაქტებმა შოკისმომგვრელად იმატა. ზოგიერთ ქვეყანაში იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც შველას ითხოვენ, გაორმაგდა. თუმცა, სამედიცინო სექტორი და პოლიცია გადატვირთულია და საკმარისი კადრები არ ჰყავთ. ადგილობრივი მხარდამჭერი ჯგუფები პარალიზებულები არიან, ან თანხები არ გააჩნიათ. ძალადობის მსხევრპლების ზოგიერთი თავშესაფარი დახურულია, ზოგიც - გადატვირთული.

მოვუწოდებ მთავრობებს, განახორციელონ ქალების მიმართ ძალადობის პრევენცია. ეს კი გულისხმობს ონლაინ სერვისებსა და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში ინვესტიციის ზრდას.

სასამართლო სისტემებმა მოძალადეების სამართლებრივი დევნა უნდა განაგრძონ და თავშესაფრებით უზრუველყოფა გადაუდებელ მომსახურებად უნდა გამოცხადდეს, გარდა ამისა, ქალებს დახმარების სათხოვნელად უსაფრთხო გზები უნდა შევუქმნათ. ქალების უფლებებისა და თავისუფლების დაცვა აუცილებელია ძლიერი, სასიცოცხლო ძალების მქონე საზოგადოებების არსებობისთვის. ერთად ჩვენ შეგვიძლია და უნდა აღვკვეთოთ ძალადობა ყველგან - ომის ზონებიდან დაწყებული სახლებით დამთავრებული,“- აღნიშნა გუტერეშმა.

0

ავტორი: