"ხანძრის ცენტრში ცუდი ამბებია" - ჩერნობილთან რადიაციის დონემ მოიმატა "ხანძრის ცენტრში ცუდი ამბებია" - ჩერნობილთან რადიაციის დონემ მოიმატა /> "/> " />


  08:52:17     06-04-2020

"ხანძრის ცენტრში ცუდი ამბებია" - ჩერნობილთან რადიაციის დონემ მოიმატა

a97799.jpg

ჩერნობილის ზონაში ტყის ხანძრის გამო ატომური ელექტროსადგურის მახლობლად რადიაციის დონემ იმატა. 

ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle უკრაინის ეკოლოგიური ინსპექციის ხელმძღვანელის, ეგორ ფირსოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ცუდი ამბებია - ხანძრის ცენტრში რადიაცია ნორმაზე მაღალია", - დაწერა ფირსოვმა Facebook-ზე. მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე კი ჩანს, რომ გეიგერის მრიცხველზე დაფიქსირებული მაჩვენებელი ნორმაზე 16-ჯერ მაღალია.

ტყის ხანძარი ჩერნობილთან 4 აპრილს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ცეცხლი 100 ჰექტარის ფართობზეა გავრცელებული.

0

ავტორი: