10:12:58     01-08-2011
თევზი სოკოს სოუსში
მასალა:
2 ცალი თევზი (სკუმბრია)
1 სუფრის კოვზი ფქვილი
1-2 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი
1-2 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი
1 ლიქიორის ჭიქა თეთრი ღვინო
1-2 სუფრის კოვზი ნაღები
მარილი, პილპილი
ლიმონის წვენი
1 კვერცხი გული
150 გრამი სოკო
თევზი გავასუფთავოთ, მოვაყაროთ მარილი, მოვასხუროთ ლიმონის წვენი. გავადნოთ ტაფაზე საკმაო რაოდენობის ცხიმი და შევწვათ მასში თევზი ორივე მხრიდან. შემდეგ მოვათავსოთ წინასწარ შემთბარ ჭურჭელში და დავდგათ თბილ ადგილას. წვისაგან დარჩენილ ცხიმში დავამატოთ ფქვილი, ცოტა წყალი და მოვამზადოთ საწებელი; მოვაყაროთ მას მარილი, პილპილი, დავამატოთ ლიმონის წვენი და კვერცხის გული და ერთად კარგად ავურიოთ. თევზს მოვასხათ მიღებული სოუსი და სუფრაზე მოშუშულ სოკოსთან ერთად მივიტანოთ.
0