08:13:26     03-04-2020
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში, მილიონს გადააჭარბა - ამ დროისათვის რა ვითარებაა სხვადასხვა ქვეყნებში?
მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ამ დროისათვის 1,015,850-ია. worldometers-ის მონაცემების მიხედვით, გარდაცვლილია 53,216 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებული - 212,991.
ქვეყნების მიხედვით პირველი ხუთეულის სტატისტიკა ასე გამოიყურება:
ამერიკის შეერთებული შტატები - ინფიცირებული - 245,184, გარდაცვლილი - 6,088, გამოჯანმრთელებული - 18 10,403.
იტალია - ინფიცირებული - 115,242, გარდაცვლილი - 18,278, გამოჯანმრთელებული - 83,049.
ესპანეთი - ინფიცირებული - 112,065, გარდაცვლილი - 10,348, გამოჯანმრთელებული - 26,743.
გერმანია - ინფიცირებული - 84,794, გარდაცვლილი - 1,107, გამოჯანმრთელებული - 22,440.
ჩინეთი - ინფიცირებული - 81,620, გარდაცვლილი - 3,322, გამოჯანმრთელებული - 76,571.
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ასეთი მდგომარეობაა:
1. თურქეთი - ინფიცირებული - 18,135, გარდაცვლილი - 356, გამოჯანმრთელებული - 415.
2. რუსეთი - ინფიცირებული - 3,548, გარდაცვლილი - 30, გამოჯანმრთელებული - 235.
3. სომხეთი - ინფიცირებული - 663, გარდაცვლილი - 7, გამოჯანმრთელებული - 33.
4. აზერბაიჯანი - ინფიცირებული - 400, გარდაცვლილი - 5, გამოჯანმრთელებული - 26.
კვლავ მძიმე მდგომარეობაა ირანშიც. ამ დროისათვის ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაფიქისირებულია 50,468 ინფიცირებული, გარდაცვლილი 3,160- , გამოჯანმრთელებული - 16,711.
რაც შეეხება საქართველოს, ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა 134 ადამიანს, გამოჯანმრთელებულია - 26. საქართველოში ლეტალური შემთხვევები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.
0