აშშ, თურქეთის ტენდერში, C–300–ის მონაწილეობამ ააღელვა აშშ, თურქეთის ტენდერში, C–300–ის მონაწილეობამ ააღელვა />


  17:13:37     30-07-2011

აშშ, თურქეთის ტენდერში, C–300–ის მონაწილეობამ ააღელვა

a8563.jpg

ამერიკის შეერთებული შტატები, თურქეთს სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტით ემუქრება, იმ შემთხვევაში, თუ ანკარის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, საზენიტო–სარაკეტო კომპლექსის შეძენასთან დაკავშირებით, რუსული C–300 გაიმარჯვებს.

ტენდერი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსის შეძენასთან დაკავშირებით, თურქეთის ხელისუფლებამ, ჯერ კიდევ 2005 წელს გამოაცხადა. ხელისუფლებას ქვეყნის სამხედრო სისტემის შექმნის დაწყება, საშუალო რადიუსის მოქმედების მქონე ბალისტიკური რაკეტებით სურს. სპეციალისტების თქმით, პროექტ T-LORAMIDS–ში გამარჯვებულმა უნდა შეძლოს ნებისმიერი ტიპის საჰაერო სამიზნის შემჩნევა, 50–დან 300 კილომეტრამდე სიშორეზე. თურქეთი იძულებულია შეიძინოს ოთხი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი. სამომავლოდ კი, კიდევ რვა ასეთი კომპლექსის შეძენას გეგმავს.

ამ დროისათვის, თურქეთს არ აქვს ასეთი სიმძლავრის სისტემა. ქვეყნის ანტისარაკეტო სისტემა იმედებს, ბრიტანულ Rapier–სა და ამერიკულ Stinger–ზე ამყარებს, რომლებსაც შესწევთ მფრინავი ობიექტების აღმოჩენა, მცირე მანძილზე. თურქეთს, ასევე, გააჩნია მოდერნიზებული, საშუალო სიმაღლისთვის გათვლილი ამერიკული კომპლექსი Hawk. პროექტ T-LORAMIDS–ში კი მონაწილეობას იღებს ამერიკული კომპანიები, Raytheon და Lockheed Martin, მათი სისტემებით, სახელწოდებით Patriot, იტალიურ–ფრანგული კომპანია Eurosam, რომელიც SAMP/T Aster 30–ის მწარმოებელია, ასევე, რუსეთი, კომპლექსით Антеем-2500, რომელიც С-300В–ს გაუმჯობესებული ვერსიაა. სიაშია ჩინური CPMIEC (China Precision Machinery Export-Import Corp.), რომელიც ქვეყანას HQ-9–ს სთავაზობს, ეს უკანასკნელი კი, С-300П–ს ანალოგია. თურქეთი ტენდერის დასრულებას მიმდინარე წლის დასასრულსა და შემდეგი წლის დასაწყისში გეგმავს. მიუხედავად ყველაფრისა, დასავლელმა მოკავშირეებმა დაიწყეს კამპანიის გატარება, რომელმაც თურქეთს რუსულ შეთავაზებაზე უარი უნდა ათქმევინოს.

თურქული გამომცემლობის, Hurriyet–ის ინფორმაციით, ვაშინგტონის მოტივაცია, ასეთი კამპანიის შესახებ, საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის საშიშროებაა, რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სასარგებლოდ. საქმე კი ის არის, რომ თურქეთის ანტისარაკეტო ნაციონალური სისტემა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს. აღნიშნული გადაწყვეტილება, გასულ წელს, ნატოს ლისაბონის სამიტზე იქნა მიღებული. Hurriyet–ის ცნობით, ივლისში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, განიხილებოდა თურქეთის ნატოს ანტისარაკეტო სისტემაში შესვლის საკითხი.

უფრო კონკრეტულად კი, საუბარი მიდიოდა თურქეთში სპეციალური, Х-დიაპაზონის მქონე რადარის განლაგებაზე, რომლის დანიშნულებაც რაკეტის სწრაფი აღმოჩენაა. ნატოს წევრი ქვეყნების ანტისარაკეტო საერთო სისტემის სქემის ფორმირებისას, აღნიშნული რადარი, თურქეთის ანტისარაკეტო სისტემის საერთო სტრუქტურაში შევა. „ვთქვათ, ჩინეთმა გაიმარჯვა კონკურსში, მათი სისტემა ნატოს სისტემების შემადგენელი ნაწილი იქნება, რამაც, შესაძლოა, საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვამდე მიგვიყვანოს, რა თქმა უნდა, ჩინეთის სასარგებლოდ. ასე რომ, ეს საშიშია“, – განაცხადეს ალიანსის წარმომადგენლებმა. აქედან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატები დაჟინებით ურჩევს თურქეთს უარი თქვას რუსული ან ჩინური პროექტის შეძენაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობს, რომ თურქეთი ბალისტიკური რაკეტების ჩაშვების ნატოსეულ პროექტზე ინფორმაციას ვერ მიიღებს.

ექსპერტების უმრავლესობა თვლის, რომ აღნიშნული მიზეზები ამ სიტუაციასთან არავითარ კავშირშია. „თუ ჩინეთი ან რუსეთი თურქეთის ტენდერში გაიმარჯვებს, მათი სისტემები დამოუკიდებლად იმუშავებენ. მათ არავითარი კავშირი არ ექნებათ ნატოს საინფორმაციო სისტემასთან“, – აღნიშნა დასავლელმა ექსპერტმა. „კომპლექსის ექსპლუატაციაზე ნაციონალური სამხედრო კადრები ზრუნავენ. ასე რომ, რუსეთს, მიუხედავად დიდი სურვილისა, არ შესწევს ძალა, რაიმე საიდუმლო ინფორმაცია მოიპაროს.“ – დასძინა მან. ექსპერტები აცხადებენ, რომ ვაშინგტონი, უბრალოდ, საკუთარ პროექტებს ლობირებს, რომლებიც აღნიშნულ ტენდერშია წარდგენილი.

სპეციალისტები თვლიან, რომ საქმე არ გართულდება, რადგან ვერც ჩინური და ვერც რუსული პროექტი ტენდერში გამარჯვებას ვერ მოახერხებს. „თურქეთი რუსული და ჩინური პროექტის შენარჩუნებას ტენდერის დასრულებამდე გეგმავს, მხოლოდ იმიტომ, რომ მსგავს დისკუსიებში რეალური კანდიდატი გამოიკვეთოს. აღნიშნული სიტუაცია კი ძალიან გავს თურქეთის მიერ სავერტმფრენო ტენდერის გამოცხადების ისტორიას“. – აცხადებენ ექსპერტები.

შეგახსენებთ, რომ ოთხმოცდაათიანი წლების მიწურულს, რუსეთმა მონაწილეობის სურვილი გამოთქვა თურქეთის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის ფარგლებშიც თურქეთის არმიას 145 საბრძოლო ვერტმფრენი უნდა შემატებოდა, 1,5 მილიარდ ამერიკულ დოლარად. რუსეთის მიერ წარმოებულმა ვერტმფრენმა და ისრაელის მიერ ტექნიკურად უზრუნველყოფილმა Ка-50-2 Erdogan–მა, თავდაპირველად, ექსპერტების მოწონება დაიმსახურა, მაგრამ საბოლოოდ, ტენდერში გაიმარჯვა ამერიკულმა ვერტმფრენმა, AN-1Z King Cobra–მ, რომელიც კომპანია Bell Helicopter–ის მიერ იყო შექმნილი.

აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ რამდენიმე წლის წინ, რუსეთი თურქეთს ЗРК C-300–ის ან С-400–ის შეძენას საკმაოდ დაბალ ფასებში, ყოველგვარი კონკურსის გარეშე სთავაზობდა. თუმცა, თურქეთმა პირობა წამოუყენა: კომპლექსებთან ერთად, რუსეთს მათი წარმოების ტექნოლოგიებიც უნდა გადაეცა თურქეთისთვის. რუსეთმა კი ასეთ პირობაზე უარი თქვა.

0

ავტორი: