23:30:24     02-04-2020
ცნობილი ადამიანები, რომლებიც კორონავირუსმა იმსხვერპლა
მსოფლიო ახლა 21-ე საუკუნის გლობალურ ეპიდმიას - კორონავირუსს ებრძვის. ეს არის ინფექცია, რომელმაც არ იცის კანის ფერი, რელიგიური მრწამსი, წარმომავლობა, საზოგადოებრივი ფენა და ინტელექტი - მისი მსხვერპლი ათი ათასობით ადამიანი გახდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელთა შორის უამრავი ცნობილი მსახიობი, მუსიკოსი თუ სამეფო ოჯახის წევრია.
[I=2] მსახიობი ლუჩია ბოსე - 23 მარტს 1940-1950-ანი წლების ერთ-ერთი ცნობილი იტალიელი მსახიობი ლუჩია ბოსე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიაგნოზი - COVID19-ის გართულებული ფორმა ორმხრივი პნევმონიით.
[I=3] საქსოფონისტი მანუ დიბანგო - 24 მარტს 87 წლის ასაკში ცნობილი ფრანგი მუსიკოსი და საქსოფონისტი კორონავირუსმა იმხვერპლა. მისი სიკვდილის შესახებ თავად ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია. აღსანიშნავია ის, რომ მუსიკოსი ძალიან კარგ ფორმაში იყო, ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა და 2019 წელს აქტიურად გამოდიოდა სხვადასხვა კონცერტზე.
[I=4] სერიალების ვარსკვლავი მარკ ბლუმი - 25 მარტს ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლინიკაში 70 წლის მსახიობი და სერიალების ვარსკვლავი მარკ ბლუმი კორონავირუსის მომდევნო ცნობილი მსხვერპლი გახდა.
[I=5] პრინცესა მარია ტერეზა - 26 მარტს პარიზში ესპანეთის სამეფო ოჯახის შთამომავალი, პრინცესა მარია ტერეზა დაიღუპა. ის ევროპის მასტაბით სამეფო ოჯახის პირველი წარმომადგენელია, რომელიც COVID19-ით გარდაიცვალა.
[I=6] ქანთრის შემსრულებელი ჯო დიფი - უნდა აღინიშნოს, რომ მან რეზულტატის გაგებიდან მხოლოდ ორი დღე იცოცხლა. 27 მარტს მუსიკოსს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, 29 მარტს კი დაიღუპა. გარდაცვალებამდე მან მოუწოდა საზოგადოებას, რომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოეჩინათ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. დიფი 61 წლის იყო.
[I=7] კომიკოსი კენ შიმურა - 29 მარტს ცნობილი იაპონელი კომიკოსი კენ შიმურა სუნთქვის უკმარისობით 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის კორონავირუსს რამდენიმე კვირის განმავლობაში ებრძოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
[I=8] ჯაზის ლეგენდა უოლეს რონი - 31 მარტს ცნობილი ჯაზმენი უოლეს რონი 59 წლის ასაკში COVID19-ის მსხვერპლი გახდა. ამერიკელი მუსიკოსი ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
[I=9] მსახიობი ენდრიუ ჯეკი - ჯეკმა მაყურებელს თავი „ვარსკვლავურ ომებში“ შესრულებული როლით დაამახსოვრა. ის კორონავირუსის გართულებული ფორმით 31 მარტს დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ კლინიკაში 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
0